მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში CX summit Georgia 2023 ჩატარდება

cx hub

კომპანია CX Hub, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ Customer Experience (CX) Business Summit-ს, სადაც მომხმარებლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და წარმატების ისტორიებს გააზიარებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები.

როგორც ქალების ნარატივში სტუმრობისას CX hub-ის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, სამიტი 3 ნოემბერს ჩატარდება.

„CX hub-ს ამ ნაწილშიც გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა ქართულ ბაზარზე. მსგავსი ტიპის სამიტები საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ აპრობიერებულია, თუმცა საქართველოში პირველად CX hub -ი წარადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ბიზნეს სამიტს, რომელსაც ტრადიციული სახე ექნება და კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და "ნეთვორქინგის" შესაძლებლობას.” - განაცხადა CX hub-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ჯიბლაძემ.

CX Business Summit-ზე Keynote სპიკერის როლში  ჩაერთვება საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი შონ ბელდინგი.

CX summit Georgia-ზე დასასწრები ბილეთების ფასი სექტემბრის ბოლომდე იქნება 100 ლარი, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან 150 ლარი. სამიტის მედია პარტნიორია  BMGtv-ის გადაცემა „ქალების ნარატივი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები