მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში "სილქნეტი" 5G ტექნოლოგიის მიწოდებას იწყებს

5G
14.12.23 14:01
2931

პირველად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, "სილქნეტი" ხელმისაწვდომს ხდის 5G ტექნოლოგიას. 14 დეკემბრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტსერვისს მიიღებენ.

სილქნეტი დაარსების დღიდან ნერგავს ინოვაციებს ქვეყნის მასშტაბით. ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, კომპანია ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახორციელებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.

კომპანიის მიზანია, ადამიანები დააკავშიროს ერთმანეთს, გაამარტივოს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომა და საფუძველი ჩაუყაროს ახალი თაობის სტანდარტების დანერგვას. მომხმარებლებისთვის 5G მიწოდება, ის გარდამტეხი ნაბიჯია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მომავალი თაობის ტექნოლოგიური რეალობისთვის.

„სილქნეტი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, ვინც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი. ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ "სილქნეტი" ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ, ვინც ვთავაზობთ 5G სერვისს“, - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები