მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველადი შენატანი $180 000-ია“ - რა პირობით შეიძენთ "ჰოტელ ჰაბში“ 18-ნომრიან სასტუმროს?

6447f7cf5f87c
თათია ჩაფიჩაძე
27.04.23 00:00
3906
“ცენტრალ პარკს თაუერსის“ პროექტში ინვესტირების მსურველებს, შემსრულებელი კომპანიები ახალ პირობას სთავაზობენ. როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, 18-ნომრიანი სასტუმროს შეძენის შეთხვევაში, (რომლის ღირებულება ამ ეტაპზე 1,8$მლნ-ია), ინვესტორი პირველ ჯერზე მხოლოდ 180 000$-ს, მომდევნო 24 თვის განმავლობაში კი 720 000$-ს იხდის. რაც შეეხება დარჩენილ 900 000$-ს, მის გადახდის შესაძლებლობას კომპანია დაინტერესებულ ინვესტორებს პროექტის დასრულების შემდეგ სთავაზობს.

„პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბაზრისთვის შეიძლება არც ისე მარტივი იყოს $1,8 მლნ-ის ერთიანად გადახდა, ამიტომ ძალიან საინტერესო და მოქნილი პირობა შევიმუშავეთ, რომლის მიხედვითაც, ინვესტორს არ უწევს პირველ ეტაპზე ერთიანი თანხის გადახდა და ეს ხდება შემდეგი პირობით: პირველადი შენატანია 180 000$, ხოლო მშენებლობის დასრულებამდე ანუ 2024 წლის დეკემბრამდე, პერიოდული გადახდების სახით უწევს 720 000$-ის გადახდა. ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ვიხდით 180 000$-ს, შემდეგ 720 000$-ს ვანაწილებთ 24 თვეზე, ანუ 900 000$-ს ვიხდით 2-წლიან პერიოდში, ხოლო შემდგომ ვალდებულებებს ვისტუმრებთ სასტუმროს ოპერირების პირობებში მიღებული შემოსავლებით. ეს შემოსავალი საკმარისია როგორც დარჩენილი ვალდებულების გასასტუმრებლად, ისე იმ თანხების უკან დაბრუნებისთვის, რაც ინვესტორმა უკვე გადაიხადა.

ხელშეკრულების გასაფორმებლად არანაირი რთული პროცედურები საჭირო არ არის და ამისთვის ერთი დღეც საკმარისია. ეს სიახლეა, რომელმაც ვფიქრობ, უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოიჩინოს პროექტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ანონსიდან 15 დღეში მისი 60%-მდე უკვე გაყიდულია“, - განაცხადა კვერღელიძემ.

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ინოვაციური ჰოტელ ჰაბი - ცენტრალ პარკ თაუერსი შენდება. ცენტრალ პარკ თაუერსი, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე ოპერირებას „რედისონ ბლუ“ განახორციელებს.

კომპლექსში ძვირადღირებულ პენტჰაუზებთან ერთად, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი და სამორინე იქნება წარმოდგენილი. ინფრასტრუქტურის მართვაში კი, მსოფლიოში წამყვანი კომპანიები ჩაერთვებიან. ცენტრალ პარკ თაუერსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 300 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ჰოტელ ჰაბი ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები