მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი $1 მილიარდიანი ფინანსური კვარატლის შემდეგ, Palantir-ის აქციების ფასები 6%-ით გაიზარდა

$1 მილიარდი
BM. GE
11.08.25 10:00
285

ამერიკული მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Palantir-მა $1-მილიარდიანი კვარტალური მოგება არსებობის ისტორიაში პირველად დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტექ-ფირმამ ექსპერტთა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგება 48%-ით გაიზარდა.

კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი აშშ-ის სამთავრობო კონტრაქტებზე მოდის ($426 მილიონი). ამ მხრივ კომპანიას წინა წელთან შედარებით 53%-იან ზრდა აქვს. რაც შეეხებათ ამერიკულ კომერციულ კომპანიებს, მათთან კონტრაქტები 93%-ით გაიზარდა და $326 მილიონი შეადგინა. Palantir-მა მეორე კვარტალში $327 მილიონის წმინდა მოგება მიიღო.

შემოსავლების ზრდის ფონზე, კომპანია დეკემბრის ბოლოსთვის წლიური შემოსავლების $4.15 მილიარდამდე ზრდას მოელის. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში პროგნოზი $3.9 მილიარდს არ სცდებოდა.

დღევანდელი მონაცემებით, Palantir-ის აქციების ფასი 6%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც მის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს და მას 2025 წლის S&P 500 ინდექსის საუკეთესო პერფორმერად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები