მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი Apple Vision Pro თბილისშია

Apple
07.02.24 13:18
2639

ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა "ზუმერი", ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის უახლესი პროდუქტი Apple Vision Pro, თბილისში ჩამოიტანა.

7 თებერვლის 13 საათიდან, "ზუმერის" "სითი მოლი საბურთალოს" ფილიალში, დაინტერესებული მომხმარებლებისთვის მოწყობილობების შესაძლებლობების დემონსტრირება დაიწყო.

„გაყიდვები მალე დაიწყება, თუმცა მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გამო ფასიც და მარაგებიც ცვალებადია, შესაბამისად კონკრეტულ მსურველს, იმ მომენტის შესაბამისად მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა, როგორც ყოველთვის, მათ შორის მსოფლიოში ძვირად ღირებულ პროდუქტს, ზუმერული ფასით შევთავაზებთ მომხმარებელს ქართულ ბაზარზე“, - განუცხადეს BMG-ის „ზუმერში“.

Apple-მა Vision Pro-ს გაყიდვები 19 იანვარს ონლაინ, ხოლო ფიზიკურ მაღაზიებში 2 თებერვალს, აშშ-ში დაიწყო. მოწყობილობის ღირებულება ამერიკაში $3,499-ია და როგორც Apple-მა განაცხადა, წინასწარი შეკვეთებით 180,000 Vision Pro გაყიდა.

„Apple Vision Pro აერთიანებს ათასობით ინოვაციას, რომელიც ქმნის ისეთ პროდუქტს, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს" , - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა, რომელმაც ნიუ-იორკში, Apple-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოწყობილობა მომხმარებელს თავად წარუდგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები