მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის შენობა ₾77 მილიონად გაიყიდა

6336a5e375032
BM.GE
30.09.22 12:11
2629
პირველი არხის შენობის აუქციონი დასრულდა - კოსტავას #68-ში მდებარე შენობა უკვე კერძო საკუთრებაში გადავა. 

პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.

შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა. 

"ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები