მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი დეპორტი ნიურნბერგიდან - ბავარიის ქალაქიდან 19 ქართველი გამოაძევეს

5d7f46972314b
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 13:53
3475

პირველად, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან ლტოლვილების დეპორტაცია განხორციელდა. 


როგორც ბავარიის თავშესაფრისა და რეპატრიაციის სახელმწიფო ოფისი (LfAR) იტყობინება, მთლიანობაში იძულებით, ნიურნბერგი-თბილისის სპეციალური რეისით, 19 ქართველი დააბრუნეს სამშობოლოში.



გერმანული მედიის ცნობით, დეპორტირებულებიდან 11 მოქალაქე ჯგუფური-ქურდობის, შეიარაღებული თავდასხმისა და ნარკოტიკული ნივთიერებების კანონის დარღვევაში იყვნენ ბრალდებულნი.



"ამიერიდან, ბავარიაში არსებობს კიდევ ერთი აეროპორტი, საიდანაც შესაძლებელია  განხორციელდეს დამატებითი ფრენები და იმ ადამიანების დეპორტაცია კანონის შესაბამისად, რომლებიც გერმანიას ნებაყოფლობით არ ტოვებენ’’, -
განაცხადა გერმანულ მედიასთან ბავარიის თავშესაფრისა და რეპატრიაციის სახელმწიფო ოფისის პრეზიდენტმა თომას ჰამპელმა.



შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბავარიიდან დეპორტაციები, მხოლოდ მიუნხენის აეროპორტიდან ხორციელდებოდა.



აღსანიშნავია, რომ ნიურნბერგი ბავარიის ის ქალაქია, სადაც 2020 წლის ზაფხულიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair ქუთაისიდან ფრენებს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები