მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის ბოლო საახალწლო კონცერტი გაიმართა

5e1cc95f627a3
BM.GE
13.01.20 23:46
1659
პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ბოლო, დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი და საახალწლო ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადა.

„დღეს ჩვენი საახალწლო ღონისძიებები მთავრდება, ასევე, ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც ულამაზესი იყო, იხურება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში; მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რადგან ყოველდღიურად აშუქებდნენ ღონისძიებებს; მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ესტუმრა ჩვენს დედაქალაქს და საახალწლო სოფელს. წელს მართლაც განსაკუთრებულად ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოურ მედიაშიც ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ძველით ახალი წელი თენდება და მინდა ყველას ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გისურვოთ. 2020 წელი ყოფილიყოს ისეთი, როგორსაც თითოეული თქვენგანი ინატრებდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კონცერტზე ყველა ნომერი ცოცხლად, ბენდთან ერთად შესრულდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გიორგი ცაბაძის, დავით თორაძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, რუსუდან მორჩილაძის კომპოზიციები, რომლებიც ქალაქურ ისტორიებს უკავშირდება.

კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რუსუდან მორჩილაძე; მონაწილეობდნენ ლელა წურწუმია, ნინო ქათამაძე, სტეფანე, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, დუეტი "ჯორჯია".

საახალწლო ისტორიები მაყურებელს წამყვანებმა - ბახვა ბრეგვაძემ, მანიკა ასათიანმა და თიკა ფაცაციამ უამბეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები