ვლადიმერ პუტინის მონღოლეთში დაგეგმილი ვიზიტი დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტს მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერს ხელს.
ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად კი, საბჭოთა და მონღოლეთის მეომრების მხრიდან იაპონიის შეიარაღებული ძალების დამარცხების 85-ე წლისთავი სახელდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მასზე ორდერის გაცემის შემდეგ პუტინს ICC-ის წევრი სახელმწიფო მასპინძლობს.
მონღოლეთი ICC-ის წევრი 2003 წელს გახდა. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან, მათ შორის მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ეჭვმიტანილის დაპატიმრებით და სასამართლოსთვის გადაცემით.