მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი ყოველწლიური ველნესის, ბუნების და სილამაზის ფესტივალი Bloom Festival 2025;

ველნესის, ბუნებისა და სილამაზის დღესასწაული პირველად დედაქალაქში! გუშინ თბილისში, ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე სტარტი, პირველმა ყოველწლიურმა Bloom Festival-მა აიღო, რომელიც დღესაც გრძელდება იმ მიზნით რომ საზოგადოებას უფრო ვრცლად და დეტალურად გააცნოს ქართული კურორტების მთელი სიკეთეები, ისევე როგორც ადგილობრივი ბუნებრივად დამზადებული პროდუქტები, სპა და ველნეს ბრენდები. ამავე დროს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის წარადგინოს საქართველოს თერმული და ეკოკლიმატური კურორტები, როგორც ის მნიშვნელოვანი რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას ველეს ტურიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად აქცევს.

სტუმრები: ნათია თევზაძე - "ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიის და ბალნეოლოგიის ასოციაცია" დირექტორი; ნინო იოსელიანი - Bloom Festival, თანაორგანიზატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები