მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PISA-ს შეფასებებში, კერძო სკოლების მოსწავლეებს საჯაროზე უკეთესი შედეგები აქვთ, რაც კერძო განათლებაზე მოთხოვნას ზრდის|Galt&Taggart

კერძო სკოლა

PISA-ს შეფასებებში, კერძო სკოლების მოსწავლეებს საჯარო სკოლებზე უკეთესი შედეგები აქვთ, რაც კერძო განათლების მიმართ მოთხოვნის ზრდის დამატებითი ფაქტორია, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლები, როგორც წესი, საჯარო სკოლებთან შედარებით უკეთეს აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, რაც კერძო სექტორში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.

"ბოლო წლებში გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველოს PISA-ს შედეგები ყველა მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს, რაც კერძო სექტორის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას ქმნის", - წერს Galt&Taggart-ი.

საინვესტიციო ბანკს PISA-ს 2022 წლის კვლევა აქვს მოყვანილი.

საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას|Galt&Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები