მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pizza Hut-მა 250 რესტორნის დახურვა გადაწყვიტა

pizza hut

ამერიკულმა პიცერიების ქსელმა, Pizza Hut-მა, აშშ-ის მასშტაბით 250 რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დახურვის პროცესი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდება და ის ძირითადად დაბალშემოსავლიან და არარენტაბელურ ლოკაციებს შეეხება.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, ეს ნაბიჯი სტრატეგიული პროგრამის, Hut Forward-ის ნაწილია, რომელიც ბრენდის მოდერნიზაციას, ტექნოლოგიურ განახლებასა და მარკეტინგის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Pizza Hut-ისთვის 2025 წელი ფინანსურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან აშშ-ში გაყიდვები 5%-ით შემცირდა, რასაც ექსპერტები გაზრდილ კონკურენციასა და ინფლაციის გამო მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას უკავშირებენ.

Pizza Hut-ის მშობელი ჰოლდინგის, Yum! Brands-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის ტერნერის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ბრენდის სტრატეგიული გადაფასება, რაც მომავალში შეიძლება Pizza Hut-ის სრულად გასხვისებითაც კი დასრულდეს.

პარალელურად, Yum! Brands-ის სხვა ბრენდები, როგორებიცაა: KFC და Taco Bell-ი, გაყიდვების ზრდას აგრძელებენ, ამიტომ ჰოლდინგის მიმართ ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები