8 სექტემბერს, ყაზახეთში, ფესტივალზე Park Live Festival-ში Placebo მონაწილეობას აღარ მიიღებს. გაუქმებულია 12 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი საქართველოშიც. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ბენდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯგუფი მიზეზად დამაჯერებელ გარემოებებს ასახელებს, რომელიც ორგანიზატორების პროფესიონალიზმთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად, Placebo ლოგისტიკურად შეუძლებლად მიიჩნევს 12 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლასაც.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ამან შეიძლება გამოიწვიოს. დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ყაზახეთსა და საქართველოში კონცერტების ასეთ გვიან ეტაპზე გაუქმებისთვის. ასევე, ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც ამ ქვეყნებში შორიდან აპირებდა ჩასვლას, ჩვენს კონცერტზე დასასწრებად.
იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი გახდება. მადლობა გაგებისთვის. ბრაიანი და სტეფანი," - წერია მუსიკალური ჯგუფის განცხადებაში.