მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Plasticwatcher.ge - ნარჩენების „დაპატიმრება“ და ცირკულარული აზროვნების ხელშეწყობა

გარემოს ნარჩენებით დაბინძურება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მასშტაბური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში. საქართველოც ამ პრობლემის წინაშე დგას. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად, დაახლოებით 1.1 მილიონი ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. პარალელურად კი ინერტული ნარჩენები დღეს მთელ მსოფლიოში მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს. სწორედ ამ საკითხს ეხმაურება - ეკა ასათიანი და მისი წამოწყებაც. მეწარმე პლასტიკის ნარჩენებისგან ისეთ ნივთებს ქმნის, როგორიც არის მაგალითად ჩანთა, ქუდი, მაგიდის გადასაფარებელი და ასე შემდეგ. ნივთების რეალიზაცია კი მის მიერ შექმნილ პლატფორმაზე - plastic watcher.ge-ზე ხდება.

სტუმარი: ეკა ასათიანი - Plasticwatcher.ge-ის დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები