მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლასტიკის პარკების კონტროლი სუსტია - სამინისტრო

628e21575c4b6
ანუკა ჯოხაძე
25.05.22 21:00
687
ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის ივლისიდან აკრძალულია, თუმცა, ბაზარზე პლასტიკის პარკების წარმოება და რეალიზება მაინც ხდება.

“პლასტიკის პარკების წარმოების გამო, 60-მდე საწარმო დაილუქა” - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

როგორც მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, ყველაზე დიდი პრობლემა დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელების შემოწმებაა. შესაბამისად, პავლიაშვილი მუნიციპალურ ინსპექციებს კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ყველამ უნდა შეასრულოს რეგლამენტით დაკისრებული ვალდებულება, რომ ძირითადი სავაჭრო ქსელებიდან კანონით აკრძალული პოლიეთილენის პარკების რეალიზება შეწყდეს.

“1 თვის წინ განხორციელებული შემოწმების შედეგად 60-მდე საწარმო გამოვლინდა, რომელიც ისევ და ისევ პოლიეთილენის პარკების წარმოებით იყო დაკავებული. ისინი დაილუქა, ამოღებული იქნა პლასტიკის პარკებიც, რათა მათი რეალიზაცია არ მოხდეს. იმპორტს აკონტროლებს საბაჟო. საწარმოებს ვაკონტროლებთ სამინისტრო, ხოლო დისტრიბუტორები და საცალო ვაჭრობა უნდა გააკონტროლოს მუნიციპალურმა ინსპექციებმა.

თუ ამას კომპლექსურად არ მივუდექით, ძალიან გაგვიჭირდება შემოწმება. მგონია ყველა თავის პასუხისმგებლობას იღებს, საბაჟო მუშაობს, სუსტი წერტილი მუნიციპალური ინსპექციებია. ამიტომ მუნიციპალიტეტებმა სავაჭრო ქსელებიდან უნდა ამოიღონ პოლიეთილენის პარკები და შეამოწმონ. ამას ვერც სამინისტრო და ვერ საბაჟო ვერ შეამოწმებს. ყველამ რეგლამენტით დაკისრებული ვალდებულება უნდა შეასრულოს.” - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები