PMCG-ის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6%-ით არის გაზრდილი.
უფრო დეტალურად, 2023 წლის მესამე კვარტალში 0-599-ლარიან ხელფასს 168 ათასი ადამიანი იღებდა, 600-1199-ლარიან ხელფასს 223 ათასი ადამიანი, 1200-2399-ლარიან ხელფასს 308 ათასი ადამიანი, ხოლო 2400+ ლარიან ხელფასს 226 ათასი ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
„2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 22.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ნათქვამია PMCG-ის კვლევაში.