მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMC-ის გამოკითხული 60 ეკონომისტი მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებს

თბილისი ამინდი
BM. GE
06.10.23 14:42
15

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ PMC კვლევითი ცენტრის პროდუქტია. ამ ბიულეტენში განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში. კვლევაში 60 ეკონომისტი იღებდა მონაწილეობას. 

კვლევის თანახმად, გამოკითხული ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია.

მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის მეორე კვარტალის შეფასებასთან, ასევე, 2022 წლის მესამე კვარტალის შეფასებასთან შედარებით.

გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით: რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2023 წელს საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალში (2023 წლის მეორე კვარტალი) გაკეთებული შეფასებების მიხედვით, გამოკითხული ეკონომისტები 2023 წლისთვის მშპ-ს 6.1%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. 

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის კლება. 2023 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.2%-ია.  მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით. 

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის ზრდა, ასევე იმპორტის ზრდა.

გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები.

მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხულთა 36%- მა, ხოლო მაღალ საფრთხედ - 57%-მა.

გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%- მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა. ეკონომისტთა ნახევარმა (50%) ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.  ანალოგიურად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. ამავდროულად, ეკონომისტების 50% ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს. რესპონდენტთა 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები