მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IT სექტორში საშუალო ხელფასი ორჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო ხელფასს - PMC

642ffa19a9379
მარიამ ვარადაშვილი
07.04.23 23:52
837
PMC კვლევითი ცენტრის განცხადებით, 2022 წელს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდა საერთაშორისო კომპანიებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებსა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში შემოსული IT სპეციალისტებს უკავშირდება. საუბარია მთავრობის დადგენილებით კომპანიების მიმართ მოქმედ საერთაშორისო კომანიის სტატუსზე და ამ სტატუსის მქონე საწარმოებს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 15%-ისა და 20%-ია ნაცვლად 5% აქვთ.

კვლევაში წერია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან საქართველოში ICT [საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები] კვალიფიციური მუშახელის მნიშვნელოვანი შემოდინება დაიწყო. საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორი იყო საქართველოში შემოსული მიგრანტების [რუსეთიდან და ბელურუსიდან] დამსაქმებელი.

2022 წელს საქართველოში ICTრეალური მშპ-ს ზრდამ 49.9%-ს მიაღწია, რის შედეგადაც 2022 წელს ICT სექტორის ზრდა 2021 წელთან შედარებით იყო რეალური მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. ამ სექტორის წვლილი საქართველოს მთლიან ნომინალურ მშპ-ში 2016 წლიდან სტაბილურად იზრდებოდა და 2022 წელს 2,943 მილიონ ლარს მიაღწია.

საქსტატის შეფასებით, ეკონომიკის რეალური ზრდა 10.1% იყო. ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მშპ-ში 15%-ია, თუმცა ზრდის ტემპით 2022 წელს ყველაზე გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც ზრდამ თითქმის 50% შეადგინა.

PMC-ის თანახმად, ICT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა და 2022 წელს 36 707 ადამიანს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით ზრდაა 20%-ით. დასაქმების ზრდასთან ერთად 2022 წელს არსებითად გაიზარდა ICT სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასებიც (56%-ით 2021 წელთან შედარებით) და 3200 ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ICT სექტორში დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა საქართველოში არსებულ საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს.

ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება ICT სექტორის ზრდა. თუმცა, ამავდროულად, საქართველომ დაკარგა პოზიციები ზოგიერთ მნიშვნელოვან ICT სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო რეიტინგში კერძოდ, იმ რეიტინგებში, რომლებიც აფასებენ ქვეყანაში ინოვაციური პროდუქტების წარმოებას (Global Innovation Index), ქვეყნის მზადყოფნას, გამოიყენოს გამრღვევი ტექნოლოგიები (Frontier Technologies Readiness Index ) და უნარს, გამოიყენოს ICT
ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და საერთო კეთილდღეობის გასაზრდელად (Network Readiness Index).

ორგანიზაციის მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

საქართველოს ICT სექტორისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მაქსიმიზაციისა და ICT-ს კონკრეტულ სფეროებში კონკურენტული უპირატესობების მოპოვებისკენ.

ერთ-ერთი პოტენციური სტრატეგია იქნება, რომ მთლიანად საქართველო ან მისი ერთი ქალაქი იქცეს რეგიონში IT ჰაბად. როგორც ქალაქი, ბათუმი შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი, რადგან იგი დასახლებულია მრავალი კვალიფიციური ემიგრანტი ICT მუშაკით, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

საქართველოში ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, რომლებიც კურსდამთავრებულებს აღჭურავს ICT კერძო სექტორისაგან მოთხოვნილი უნარ-ჩვევებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები