ფილიპ მორის ინთერნეიშნალი (PMI) აქვეყნებს განცხადებას ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუნდთან Scuderia Ferrari HP-სთან და Ferrari Challenge Trofeo Pirelli-სთან 2026 წლის სეზონისთვის პარტნიორობის გაფართოების თაობაზე. გამოცხადებული თანამშრომლობის ფარგლებში ახალ და მთავარ განვითარებას წარმოადგენს სეზონის განმავლობაში შერჩეულ რბოლებზე ZYN-ის ნიკოტინის ბალიშების გამოჩენა Scuderia Ferrari HP-ის ბოლიდის დიზაინზე.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თამამი და ახალი თავი კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უწყვეტი ინოვაციისა და გამოცდილების სულისკვეთებას, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია განსაზღვრავს ამ თანამშრომლობას. გაფართოებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის 7 დეკემბრის აბუ დაბის გრან პრიზე, პირველად PMI-ის ნიკოტინის ბალიშები, ZYN გამოჩნდება Scuderia Ferrari HP-ის ბოლიდის დიზაინზე.
“PMI-სა და Scuderia Ferrari HP-ს აერთიანებს ინოვაციისკენ სწრაფვა და სტატუს კვოს გამოწვევა იმ მილიონობით ზრდასრულისთვის, რომლებიც იზიარებენ ამ მისწრაფებას. ამ მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ერთგულებას, “ ამბობს სტეფანო ვოლპეტი, PMI.
Ferrari-ის სარბოლო დანაყოფის შემოსავლების უფროსმა, ლორენცო ჯორჯეტიმ განაცხადა, რომ პარტნიორობა ეფუძნება ინოვაციას, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებას:
“Ferrari ყოველთვის აფასებდა პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციაზე, პასუხისმგებლობაზე და წინდახედული მუდმივი განვითარების ხედვაზე. PMI-სთან ჩვენი განახლებული თანამშრომლობა ამ მიდგომის კონკრეტული გამოხატულებაა და იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელიც უკვე 50 წელზე მეტს ითვლის და დაფუძნებულია სამეცნიერო პროგრესსა და გრძელვადიან აზროვნებაზე. PMI-ს მიერ უკვამლო ალტერნატივების განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ ვამაყოფთ, რომ ერთად ვვითარდებით, გვაერთიანებს რა ჩვენი საერთო ღირებულებები — სრულყოფილება, დისციპლინა და ინოვაცია — რათა პროგრესი უზრუნველვყოთ, როგორც ტრასაზე, ისე მის მიღმა.”




























