მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ზრდის პერსპექტივას არ შეცვლის - Galt & Taggart

საქართველო

Galt & Taggart მიიჩვნევს, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის ზრდის პერსპექტივებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია შეჯამებული.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.

ამასთან, საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ ლარის კურსი სტაბილური დარჩა, წინასაარჩევნო კვირაში კი ცენტრალურმა ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

Galt & Taggart მიუთითებს, რომ მისი პროგნოზები უცვლელია. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში მიმდინარე წელს 9%-იან, ხოლო 2025 წელს 6%-იან ზრდას ელის.

"ჩვენ ვინარჩუნებთ ზრდის პროგნოზებს 2024 და 2025 წლისთვის და მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას", - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები