მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური მღელვარება პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვებს პრობლემას უქმნის - ზურაბ ერისთავი

ზურაბ ერისთავი

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სექტორში მოთხოვნა ძირითადად ეკონომ და საშუალო კლასის საცხოვრებელ ბინებზე ნარჩუნდება, ხოლო პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვები შენელებულია.

როგორც BMG-სთან უძრავი ქონების კომპანიების - RENTALS-ისა და Eristavi Estates-ის დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილ არასტაბილურ გარემოს პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვებზე ნეგატიური გავლენა აქვს.

ზურაბ ერისთავის თქმით, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ შედარებით ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენისას მყიდველების ნაწილი ახლა უფრო მეტად ფრთხილობს, ვიდრე ადრე.

“ყოველთვის ვამბობ, რომ პოლიტიკური ნაწილი, დესტაბილიზაცია და პოლიტიკური მღელვარებები, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ელიტური ქონების ნაწილში, გაყიდვების პრობლემებს ქმნის. როდესაც საუბარია, მაგალითად, 700,000 და ერთი მილიონი დოლარის ბინაში გადახდაზე, რაც უკვე ფუფუნების საგნად ითვლება, უკვე ჩნდება ფიქრი, არის თუ არა ეს სწორი დრო, ამდენი ფული დავხარჯო აქ თუ შევინახო ჯიბეში, სანამ სიტუაცია გაირკვევა. ჩვენი პროექტების და ბიზნესის ნაწილი გულისხმობს ძალიან პრემიალური კლასის გაყიდვებს. იქ არის ეს პრობლემა, რაც ადრე არ გვქონდა. ელიტარული, ძვირად ღირებული ქონების მყიდველები დღეს უფრო მეტად ფიქრობენ, ვიდრე ამას გააკეთებდნენ, მაგალითად, ორი წლის წინ”, - განაცხადა ზურაბ ერისთავმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები