მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური ნების შემთხვევაში სასამართლო სისტემის გასწორებას, მაქსიმუმ, 6 თვე სჭირდება - ზვიად კორძაძე

646543a53760b
ალა ისპირიანი
18.05.23 01:00
557
პოლიტიკური ნების შემთხვევაში სასამართლო სისტემის გასწორებას მაქსიმუმ 6 თვე სჭირდება - ამის შესახებ „ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველმა პარტნიორმა ზვიად კორძაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ხელსიუფლება ძალაუფლების იმ ინსტრუმეტს, რასაც სასამართლო სისტემა ჰქვია უნდა შეელიოს და იგი დამოუკიდებელი გახდეს.

„ეს არის ძალაუფლების უდიდესი ინსტრუმენტი, მაგალითად არჩევნების პერიოდში. ასევე უდიდესი ინსტრუმენტია, როდესაც ანგარიშსწორება გინდა არასასურველ პირებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან და ა.შ. და ამ ცდუნების ხელიდან გაშვება ძალიან დიდ მოქალაქეობრივ პოზიციას, რისკს ითხოვეს. შეიძლება, როგორც ხელისუფლება ამ რისკს შეეწირო, მაგრამ ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებ. თუ სასამართლო სისტემამ და მოსამართლეებმა ერთხელ იგრძნეს რეალური დამოუკიდებლობა მერე იმის წართმევა ძალიან რთული იქნება.

სასამართლო სისტემის პრობლემა ახალი არ არის. როდესაც დავიწყე და მოვედი, როგორც ადვოკატი სისტემაში, იქიდან მოყოლებული ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა სასამართლო სისტემისთვის ხელის გაშვება. იყო მცდელობები, მაგრამ ვერცერთმა ხელისუფლება ვერ გაუძლო ცდუნებას, შეშვებოდნენ სასამართლოს. ჩვენგანს სასამართლო არსებობს, მაგრამ აქ საუბარია იმაზეა, რომ სასამართლო არსებობდეს, როგორც ცალკე ხელისუფლება. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სასამართლო თავისთავად ინსტიტუტი არ არის, ეს არის ხელისუფლება რომელიც დანარჩენ ორ ხელისუფლებას უნდა აბალანსებდეს.

პოლიტიკური ნების შემთხვევაში სასამართლო სისტემის გასწორებას სამი, მასიმუმ 6 თვე სჭირდება “, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ხელისუფლებები ვერ ხვდებიან რომ სასამართლო ის ადგილია, სადაც დაპირისპირებების განმუხტვა უნდა მოხდეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები