მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

32323

პოლიციამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო მარშის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან აქტივისტები დავით გუნაშვილი, გიორგი ჟამერაშვილი, გია ჯვარშეიშვილი. ასევე, თსუ-ის ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე, რომელსაც პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფას ედავებიან.

მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის სოლიდარობას ეძღვნება.

357-ე დღეა საქართველოში უწყვეტი პროევროპული პროტესტი გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები