მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, მათ შორის PMCG-ის გამგეობის წევრი, ზაზა ბროლაძეც

დაკავება
30.10.25 23:18
1726

რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, მათ შორის დაკავებულია ზაზა ბროლაძე, რომელიც პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გამგეობის წევრია.

იგი 2013 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ხოლო 2005-2006 წლებში მას ეკავა სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს სხვა აქტივისტების დაკავებაც.

სავარაუდოდ, ყველა მათგანს გზის გადაკეტვას ედავებიან. სად გადაიყვანეს დაკავებულები, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები