მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციამ გირჩი TV-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი სახლიდან გაიყვანა

გიორგი მოსიაშვილი

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციამ გირჩი TV-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი სახლიდან გაიყვანა.

"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, "გირჩი ტვ"-ს თანამშრომელი. არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით, რას ედავებიან. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ გუშინ "იმედმა" და "პოს ტვმ" გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუს-ელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია", - წერს ზურა ჯაფარიძე.

BMG-ის პარტიაში განუცხადეს, რომ მოსიაშვილი რუსთავიდან კრიმინალურმა პოლიციამ თბილისში გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები