პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც პროევროპული აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებები მოქალაქეების მიერ გზის გადაკეტვას მოჰყვა.
კერძოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტთან აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების შესახებ.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
უცნობია რამდენი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.




























