მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციამ ტედ ჯონასი სცემა, იგი ამ დრომდე პოლიციის მანქანაში იმყოფება

ტედ ჯონსი

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ადვოკატმა ტედ ჯონასმა #ანალიტიკა -ს დაუდასტურა, რომ პოლიციამ უკანონოდ დააკავა და სასტიკად სცემა.

"პოლიციის მანქანაში გამომკეტეს. სასტიკად მცემეს. გატეხილი მაქვს ცხვირი და ჩამტვრეული მაქვს კბილები - უთხრა ჯონასმა #ანალიტიკა-ს - ძირს დამაგდეს. მცემდნენ და მირტყამდნენ. ცხვირიდან სისხლი წამსკდა. სახე დასიებული მაქვს".

ტედ ჯონასთან დაკავშირება წყვეტილად მიმდინარეობს. როგორც კი დავაზუსტებთ, სად იმყოფება, მასალა განახლდება.

ტედ ჯონასი ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ტედ ჯონასი ამ დრომდე პოლიციის მანქანაში იმყოფება პარლამენტის წინ და ჯერ არ იცის, სად გადაიყვანენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები