სამართალდამცველები პარლამენტის წინ, დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ.
პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებულები. მიყვანილია სპეციალური ტექნიკაც.
ნახევარი საათია ჭავლი არ წყდება. საპასუხოდ დემონსტრანტები პიროტექნიკას ისვრიან.