მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი EU-ისგან მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად $5.5 მილიარდს მოიპოვებს - Reuters

eu

ევროკავშირის ცნობით, პოლონეთი 5.1-მილიარდევროიან ფონდზე წვდომას ბლოკის პროგრამის ფარგლებში მოიპოვებს, რომელიც წევრ ქვეყნებს რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობას ემსახურება.

გამოყოფილი ფინანსები ვარშავას მიერ კოვიდ-19-ისგან გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ევროკავშირისგან მიღებული სახსრების დანამატი იქნება. ჯამში პოლონეთი ევროკავშირისგან 59.8 მილიარდ ევროს მიიღებს, თუმცა თანხის დიდი ნაწილი გაყინული იქნება, ვიდრე ქვეყანა სასამართლო რეფორმებს არ გაატარებს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას არ უზრუნველყოფს.

ევროპული საბჭო მომდევნო 4 კვირის განმავლობაში ევროკომისიის შეფასებას გაეცნობა, მასზე თანხმობის შემთხვევაში კი პოლონეთს გამოყოფილ ფონდზე წვდომა მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთს ევროკავშირთან არაერთი დავა ჰქონია დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2015 წლის არჩევნებში ნაციონალისტთა პარტიამ გაიმარჯვა. თუმცა 15 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა პროევროპულმა პარტიათა კოალიციამ მოიპოვა, რომლებიც ბრიუსელთან ურთიერთობის მოწესრიგებას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები