მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს

პოლონეთი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, “მოსკოვის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამო”, რუს დიპლომატებს პოლონეთში გადაადგილება შეეზღუდებათ - ამის შესახებ მინისტრმა მედიას ბრიუსელში 27 მაისს განუცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან, რუსი დიპლომატები პოლონეთში მხოლოდ იმ პროვინციებში შეძლებენ ჩასვლას, სადაც გამწესებული არიან. შეზღუდვა შეეხება საელჩოსა და საკონსულოს ყველა თანამშრომელს, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის ელჩია პოლონეთში.

“ახლახან განვაცხადე პოლონეთის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს უკავშირდება ევროკავშირის, მათ შორის, პოლონეთის წინააღმდეგ: ქვეყანაში რუსი დიპლომატების გადაადგილება შეიზღუდება.

ეს ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილებაა, თუმცა გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენს ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობაშია ჩართული. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს სერიოზულ გაფრთხილებად მიიღებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.

განცხადების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პოლონეთი "რუსოფობიაში" დაადანაშაულა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამო, რუსეთი საპასუხო ზომების მიღებაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები