პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული ღრმად შემაშფოთებელი სიტუაცია მიმოვიხილეთ.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ კიდევ ერთხელ ვადასტურებ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას“, - წერია პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.