მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთიდან საქართველოს 27 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

დეპორტაცია

პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 15 ივლისს, ევროპული სასაზღვრო სამსახურის მხარდაჭერით, პოლონეთიდან დეპორტირებული იქნა 40 პირი — საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქე.

დეპორტაციის გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, დეპორტირებულთა შორის ერთ-ერთი ქართველი 12-ჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის.

დეპორტაციის მიზეზები მრავალფეროვანია: ზოგიერთი მათგანი ბრალდებულია მანქანის მართვაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირები პოლონეთში ყალბი საბუთებით შევიდნენ. კიდევ რამდენიმე მათგანი დაადანაშაულეს სხვა მიგრანტების ევროპაში არალეგალურად გადაყვანაში, კერძოდ, ბელარუსიდან პოლონეთში.

პოლონეთის ოფიციალური ინფორმაციით, დეპორტაციის პროცესი განხორციელდა თვითმფრინავით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები