მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთის პრეზიდენტი და ბალტიის ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავლენ

625666d60af95
მარიამ ვარადაშვილი
13.04.22 10:06
954
ბალტის ქვეყნების ლიდერები და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დღეს კიევში ჩავლენ. ინფორმაცია "ტვიტერზე" ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაავრცელა.

პოლონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.

ომის დაწყების შემდეგ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები