პოლონეთმა ენერგოუსაფრთხოებისკენ გზაზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ქვეყნის კლიმატის მინისტრმა ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებისთვის ნებართვა გასცა. პოლონეთის გარემოს დაცვის სამსახურს 1.5 წელზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ ელექტროსადგურის გარემოსდაცვითი გავლენების შესახებ ანგარიში შეესწავლა და ლიცენზიის გაცემაზე თანხმობა გაეცა.
ვარშავა ბალტიისპირეთში თავისი პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას 2033 წლისთვის აპირებს. სამშენებლო სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება, ბირთვული რეაქტორი კი 2040 წლიდან ამოქმედდება.
პოლონეთში ბირთვული ელექტროსადგურის აშენებაზე დებატები 2005 წლიდან დაიწყო, თუმცა ფინანსური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესი ხანგრძლივად გადაიდო. ქვეყანა იმედოვნებს, რომ ნახშირბადის ემისიებისგან სუფთა ენერგიის წყარო მათ ქვანახშირზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რადგან სწორედ ეს რესურსია პოლონეთის ელექტროენერგიის 69%-ის გენერატორი.
პოლონური ატომური ენერგიის პროგრამის ფარგლებში 6 სხვადასხვა რეაქტორი სამ ლოკაციაზე გადანაწილებაა. საერთო ჯამში სადგური 6-დან 9-გიგავატამდე ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თითქმის 8 მილიონი სახლის მოსამარაგებლად იქნება საკმარისი.
პოლონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, რომლებმაც ატომური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ფინანსური დახმარება აშშ-სგან მიიღეს.