მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონურ და სამხრეთაფრიკულ კომპანიებთან ერთად მთავრობა დრონების წარმოების დაწყებას განიხილავს

609d415f537a4
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 19:11
1128
საქართველოში სამხედრო დრონების წარმოების დაწყება სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან ერთად განიხილება - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი წარმოება "დელტას" ბაზაზე უნდა შეიქმნას. 

„დელტას ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.

უცნობია, უშუალოდ რა სახის დრონის წარმოება უნდა მოხდეს. იანვარში "დელტას" ერთ-ერთმა პარტნიორმა და კონტრაქტორმა კერძო კომპანია "Tam Management"-მა განაცხადა, რომ კომპანიამ შექმნა ქართული უპილოტო საფრენი აპარტის"T-31"-ის  პროექტი, რომელსაც 350 კილოგრამის შეიარაღების ტარება და ასევე სადაზვერვო მისიების შესრულება შეუძლია. 

ამ დროისთვის უცნობია, რა იქნება პროექტის ბიუჯეტი და რომელი დრონი ჩაეშვება სერიულ წარმოებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები