გონიოში 5-ვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Pontus Rotana Resort & Spa Gonio შენდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი სასტუმრო იქნება. სასტუმროს პროექტის მართვას საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდი Rotana ახორციელებს, მისი ექსკლუზიური პარტნიორი კი, ქართული დეველოპერული კომპანია "პონტუს დეველოპმენტია".
კომპანია „როტანას“ აღმასრულებელი დირექტორი, ფილიპ ბარნსი BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" აცხადებს, რომ ბიზნესი ჯერ კიდევ 32 წლის წინ, აბუ-დაბიდან დაიწყო და ახლა უკვე 12 სხვადასხვა ქვეყანაში 77 სასტუმროს აერთიანებენ.
მისივე ინფორმაციით, ბრენდი - Rotana - აბსოლუტურად სრულყოფილია საქართველოში, თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, ყველაფრით.
„რეგიონში მუშაობა პირველად ადრეულ 2006-2007 წლებში დავიწყე, მაშინ შუა აღმოსავლეთზე სრულად ვიყავი პასუხისმგებელი, გაოცებული ვიყავი იმ სითბოთი და მეგობრულობით, რომელსაც რეგიონში თითოეული ქვეყანა ავლენდა და სწორედ ამაზე აშენდა Rotana. როდესაც ვსაუბრობთ კონკურენტებსა და დიდ ბრენდებზე, ისინი შეიძლება იყვნენ ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მაგრამ ჩვენ რეგიონიდან მოვდივართ და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ჩვენ გვესმის და ვიცით ეს რეგიონი, გვსურს მისი ნაწილი ვიყოთ და, ამავე დროს, ჩვენ სასტუმროს ბიზნესში ვართ, კონკურენტებს კი ბიზნესი სასტუმროში აქვთ - ამ ორს შორის დიდი სხვაობაა.
ვფიქრობ, როდესაც ჩვენს სასტუმროებში რჩები და იქ ადამიანებს იცნობ, სწორედ ამის შესაძლებლობა გაქვს - გახდე რეგიონის ნაწილი. თუ მოძებნით და ნახავთ ადამიანებს, რომლებიც Rotana-სთან თანამშრომლობენ უკვე 10, 15, 20 წელია, აღმოაჩენთ, რომ ბევრი მათგანი სწორედ შუა აღმოსავლეთის სხვადასხვა წერტილიდანაა.
ამჟამად ძალიან ბევრი დეველოპერული პროექტი გვაქვს საუდის არაბეთში, 8 უკვე მოქმედი სასტუმრო და კიდევ 8 ან 9, რომლებიც პროექტირების ეტაპზეა და მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელდება. სულ ახლახან გავხსენით სასტუმრო მედინაში, შესაბამისად, საუდის არაბეთში ბევრი რამ ხდება. ასევე, საკამოდ ბევრი პროექტი გვაქვს ეგვიპტეშიც, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი ჩრდილოეთ ეგვიპტეში ამ თვის ბოლოს გაიხსნება. კიდევ 2-3 პროექტი მზადდება აქ. შესაბამისად, ამ კონკრეტულ არეალში საკმაოდ დატვირთულები ვართ. ამავე დროს, სულ ახლახან დავაანონსეთ პროექტი ისლამაბადში, რაც პაკისტანში ჩვენი პირველი გამოჩენა იქნება და ვიმედოვნებ, რომ არა უკანასკნელი, რადგან პაკისტანის ბაზარი უზარმაზარია, ჩვენ კი შესანიშნავი პარტნიორები გვყავს, ისევე როგორც საქართველოში. პარტნიორობა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით.
კიდევ ორ პროექტს ლონდონის გარეუბნებში ვხსნით, და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მომდევნო კვირას კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს აბუ-დაბიში. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკება Centro-ების სერიად გადაიქცევა, ისევე როგორც ლონდონში და ლივერპულამდე, მანჩესტერამდე და სხვა ქალაქებამდე მიგვიყვანს.
ყველაფერი ეს მზადების პროცესშია. დეველოპმენტი ძალიან მასშტაბურია სხვადასხვა კომპანიებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით. ეს კონკრეტული ბრენდი - Rotana - აბსოლუტურად სრულყოფილია საქართველოში, თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, ყველაფრით… ეს არის სრული ფუფუნება“, - აცხადებს ბარნსი.
მთავარი საოპერაციო დირექტორის, ედი ტანუსის განმარტებით, Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს აშენება ბავშვის ზრდას ჰგავს.
მისი თქმით, Pontus-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა და შუა აღმოსავლეთის იდენტიფიცირება, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყველა ინტერვიუში, რომელიც ბოლო თვეებში გინახავთ და ამ პროექტზე ვსაუბრობთ, პირველი, რაზეც ვსაუბრობთ ისაა, რამდენად გვეამაყება, რომ Pontus-თან ვართ ასოცირებული. როდესაც კომპანია ისეთ არეალში შედის, სადაც მანამდე წარმომადგენლობა არ გვქონია, სწორი პარტნიორის შერჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, Pontus-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა და შუა აღმოსავლეთის იდენტიფიცირება, როგორც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ძალიან იღბლიანები ვართ, რომ დღეს, Rotana 47-ე პროექტს ახორციელებს, და არ მაკვირვებს, რომ დეველოპმენტი ასე სწრაფად მიმდინარეობს და შეიძლება, კიდევ უფრო დაჩქარდეს. მახსოვს შარშან სექტემბერში, ზუსტად ამ ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი, როგორ შენდებოდა პირველი სართული. ახლა დავბრუნდით და ვხედავთ, რომ შენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ჩვენთვის ეს ბავშვის გაზრდას, მის განვითარებაზე დაკვირვებას ჰგავს...“, - ამბობს მთავარი საოპერაციო დირექტორი.
"პონტუსი" დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ირაკლი ვარშალომიძე აცხადებს, რომ დასაწყისშივე ესმით, რომ მარტივი არ იქნება 550 ნომრიანი სასტუმროს მართვა.
მისივე თქმით, სასტუმროს მართვაში თავად „როტანა“ იქნება ჩართული.
„დასაწყისიდანვე, როდესაც ბაზრის ანალიზის ეტაპზე ვიყავით, გვინდოდა, რომ რამე განსაკუთრებული შეგვექმნა და ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცისთვის ინოვაცია შეგვეთავაზებინა - ეს იყო საწყისი იდეა და ასე შევხვდით "როტანასაც". საქართველოში სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ბევრ საერთაშორისო კომპანიას ვხედავთ, როგორც ამერიკიდან, ასევე ბრიტანეთიდან და ა.შ. მაგრამ შუა აღმოსავლეთიდან არც ერთი კომპანია არ ყოფილა, რომელიც რეგიონის კულტურასა და ისტორიას იზიარებდა. შუა აღმოსავლელ ადამიანებს კი საქართველოში რაიმე ახლის შემოტანის საშუალება აქვთ. ეს იყო მთავარი იდეა, შემდეგ კი უკვე ადამიანები - დავიწყეთ შეხვედრები, საუბრები და ამ ყველაფერმა მოლაპარაკებების მაგიდამდე მიგვიყვანა, სადაც შეთანხმებას მივაღწიეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ.
დასაწყისიდანვე გვესმის, რომ ადვილი არ არის, მართო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 550 ნომრით, ამისთვის პროფესიონალები გჭირდება. Rotana-სთან თანამშრომლობა 'ფრეჩიზას' არ მოიაზრებს, ისინი ჩართულები იქნებიან სასტუმროს მართვაში და "როტანას" ჯგუფი გაუძღვება ყველა ამ პროცესს. 2026 წლიდან უკვე დავიქირავებთ სასტუმროს მენეჯერს და დავიწყებთ ცალკე გუნდის შენებას. დასაწყისში კი ამ ყველაფერს "როტანას" ჯგუფი გააკეთებს, ჩვენ მათ მხოლოდ დავეხმარებით, საორგანიზაციო თუ სხვა, თუნდაც, ლეგალურ საკითხებში.
ჩვენ სტრატეგიული მიდგომა გვაქვს და გვინდა, საქართველოში უფრო მეტი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ავაშენოთ. სულ ახლახან ვსაუბრობდით და განვიხილავდით ქართულ ბაზარზე არსებულ ვითარებას, თუ რა აკლია ამ ბაზარს და ამას დიდ შესაძლებლობად ვხედავთ იმისთვის, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. 550 ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ერთდროულად მინიმუმ 15 კომპანიასთან თანამშრომლობას ნიშნავს, მათ შორის როტანას 5 სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობა, მათ შორისაა, საგარეო პოლიტიკის, ინჟინერიის, დიზაინერთა დეპარტამენტები - საუბარია ყოველდღიურ, უწყვეტ მუშაობაზე სხვადასხვა სახის კომპანიასთან“,- განაცხადა ვარშალომიძემ.
„პონტუსის“ მმართველი დირექტორის, ნიკა ბოლქვაძის თქმით, ბოლო 7-10 წლის განმავლობაში საქართველო, უფრო და უფრო უახლოვდება შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე არ არსებობდა არაბული ბრენდი, რომელიც ყველა მოთხოვნას უპასუხებდა. შესაბამისად, პოტენციალის დანახვისთანავე, კომპანიამ კაპიტალიზაცია მოახდინა.
„ბოლო 7-10 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, საქართველო, უფრო და უფრო უახლოვდება შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით. ვისმენთ პოზიციურ განცხადებებს ქვეყნის ლიდერებისგან. გვქონდა სავიზო პოლიტიკის შერბილებაც. ეკონომიკური თვალსაზრისით, გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას გაერთიანებულ საამიროებთან. მსოფლიოში მე-5 ქვეყანა ვიყავით, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ეკონომიკურ სარგებელს გაზრდის და შუა აღმოსავლეთში ბიზნესის კეთებას გაამარტივებს. ამავე დროს, ყოველწიურად ვხედავთ ტურისტული მაჩვენებლების ზრდას, რეგიონიდან ჩამომსვლელი ტურისტები რაოდენობა იზრდება.
დავინახეთ პოტენციალი და მისი კაპიტალიზაცია მოვახდინეთ - საქართველოში რეგიონის ინტეგრირების მიუხედავად, არ არსებობდა არაბული ბრენდი, რომელიც ბაზრის მოთხოვნას უპასუხებდა. დავინახეთ გარღვევა ბაზარში და მიზნად სწორი პარტნიორის შერჩევა დავისახეთ, მათი პოვნის შემდეგ კი გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის კაპიტალიზაცია მოგვეხდინა და ერთობლივი პროექტიც გამოვუშვით.
რეზიდენტული პროექტის მოწყობა უფრო მარტივი არჩევანი იქნებოდა, სწრაფი, ნაკლებად ძვირიანი, სამართავად უფრო მარტივიც - მაგრამ ვიდრე პროექტზე შევჯერდებოდით, ძალიან მასშტაბური კვლევა ჩავატარეთ, რადგან გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის ანალიტიკა და მოთხოვნის შეფასება. ამ პროცესში დასახმარებლად Cushman & Wakefield დავიქირავეთ, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია, რომლებმაც ჩვენი პროექტის სარწმუნოობა კიდევ უფრო გაზარდეს. მათთან ერთად აღმოვაჩინეთ რამდენიმე ფაქტი, რომელმაც არჩევნის გაკეთება გაგვიადვილა.
პირველ რიგში, ეს ლოკაციას, ბათუმს, ეხება. ვნახეთ, რომ ბათუმი ტურისტებში სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ პიკს მიაღწია, 4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, ნახევარი მილიონით მეტი - ვიდრე 2019 წელს. შესაბამისად, ბათუმში ტურიზმის მაჩვენებლები აღდგა და გადაუსწრო პანდემიამდე მაჩვენებლებს. ამავე დროს, სტუმრების 40% ღამის გასათევად სასტუმროებს არჩევდნენ, შესაბამისად, სასტუმროს წილი დასაქირავებელ სასტუმროებში შესამჩნევი და მზარდია. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განთავსების საშუალებების საწოლების ფარდობა 1,000 ვიზიტორთან, გლობალური საშუალო 15-ია, ბათუმში კი იგივე შეფარდება 1000 ვიზიტორზე 5.5 საწოლია. ანუ, ბათუმში რომ სასტუმროების რაოდენობა გავასამმაგოთ, გლობალურ საშუალოს მივუახლოვდებით, თუმცა ვერ გავასწრებთ. დავინახეთ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი იყო და ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა ტიპის სასტუმროს აშენება გვინდოდა. მივყევით კვლევას და აღმოვაჩინეთ, რომ ბათუმში ვიზიტორთა 85% დასვენებისთვის ჩადის, საქმიანი თუ სამედიცინო მიზნებით აქ ძალიან ცოტა ადამიანი ჩამოდის, და საუკეთესო ტიპის სასტუმრო რეზორტულია - სწორედ ამიტომ შევქმენით Pontus Rotana Resort and Spa გონიოში, სადაც ყველაზე სუფთა ზღვაა",- აღნიშნავს ბოლქვაძე.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: pontus.ge