მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Pontus Rotana Resort & Spa, Gonio”-ს პროექტმა 2025 წლის ინვესტორების ტრადიცულ შეხვედრას უმასპინძლა

პონტურ როტანა

მსოფლიოში აღიარებული სასტუმროების მმართველი კომპანია "როტანა", რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს მსოფლიოს 22 ქვეყანასა და 42-ზე მეტ ქალაქში და "პონტუსთან" სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ზღვისპირა გონიოში საერთაშორისო სასტუმროს პროექტს ახორციელებს სახელწოდებით - Pontus Rotana Resort & Spa, Gonio.

სექტემბერი პონტუსისთვის მნიშვნელოვანი თვეა, რადგან თარიღი ემთხვევა როგორც მშენებლობის გახსნას, ასევე უკვე ტრადიციად ქცეულ ინვესტორებთან შეხვედრის დღეებს. კომპანია უკვე მეორე წელია მასპინძლობს მათ და ცდილობს დაუვიწყარი რამდენიმე დღე გაატარებინოს საქართველოს, კერძოდ კი აჭარის სილამაზის ჩვენებითა და ქართული კულტურის გაზიარებით.

ამ წელსაც არ ჩაუვლია უმნიშვნელოდ. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღონისძიებას წელს სამჯერ მეტი ინვესტორი დაესწრო. "პონტუსის" წარმომადგენლებმა ღონისძიება ტრადიციულად გალა ვახშმით გახსნეს. საღამოს განმავლობაში იყო ქართული ცეკვა, ქართული მრავალხმიანი და ამასთან ერთად თანამედროვე მუსიკაც, ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, ყველაფერი ის, რაც ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. მეორე დღე გონიოში მშენებლობის მონახულებითა და პროგრესის ჩვენებით დაიწყო. დღის მეორე ნახევარში კი სტუმრები მთისკენ გაემართნენ, სადაც "პონტუსის" ინვესტორებისთვის სირბილის მარათონი გაიმართა. პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნებს კი საინტერესო პრიზებიც გადაეცათ. გარემომ და მთის სილამაზემ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა - ულამაზესი ხედების ფონზე ჩურჩხელების ამოვლება, სხვა და სხვა დესერტი, ტრადიციული ყავა ქვიშაზე, კომუნიკაცია და დადებითი ემოციების გაცვლა, ეს იყო დღე, რომელიც ყველა იმ პატარა დეტალით დაიტვირთა, რაც დამახასიათებელი საქართველოსთვის და ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრადიციებიდან.

საქართველოში ვიზიტისა და ამ ლოკაციაზე ინვესტიციის დაბანდების შესახებ BMGTV-ის გადაცემაშიბიზნესის კვირეული“ Pontus Rotana- ინვესტორმა, მოჰდ იაკობ ბეიკერ ხავაჯიმ ისაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურობითა და პერსპექტივით იზიდავს. მან დეტალურად შეისწავლა Rotana-ს პროექტი გონიოში, რაც ინვესტიციისთვის მოგებიან შესაძლებლობად მიიჩნია.

“მე უძრავი ქონების ინვესტორი ვარ და მაქვს ინვესტიციები, როგორც გერმანიაში ისე საქართველოში. როდესაც როტანას პროექტის შესახებ შევიტყვე, ის შევისწავლე, შევაფასე და გადავწყვიტე პირადად მენახა. დავრწმუნდი, რომ ეს შესაძლებლობაა ტურიზმის პროექტში თანხის დასაბანდებლად. მას იდეალური ამონაგები აქვს. სხვათა შორის, ჩემი წინაპრები, კერძოდ ბაბუა მე-19 საუკუნეში სწორედ კავკასიაში ცხოვრობდა და ამ ნაბიჯით, მე ფაქტობრივად ჩემს ფესვებს დავუბრუნდი. საქართველო პატარა, მაგრამ სტაბილური და ძალიან პერსპექტიული ქვეყანაა, რაც სწორედ ინვესტირებისკენ მიბიძგებს. სტაბილურ ქვეყანაში ინვესტიციის დაბანდება კი მე მხოლოდ მაბედნიერებს”, - ამბობს ის.

Rotana-ს კლასტერის გენერალურმა მენეჯერმა, ერიკ გულუტამ განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციის მიღების გადაწყვეტილება სწრაფად და დარწმუნებით მიიღო, რადგან კარგად იცნობს Rotana-ს მუშაობის სტილს და სანდოობას. მისი თქმით, საქართველო მისთვის მეორე სახლია. მეუღლე ქართველია და თბილისშიც უკვე ფლობს უძრავ ქონებას. ბათუმს ის დინამიკურ და მაღალი პოტენციალის მქონე ბაზრად აფასებს.

“ორ კვირაში მე "როტანასთან" თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავ. ეს დეკადა სავსე იყო თავგადასავლებითა და გამოცდილებებით. მათთან ერთად არაერთ ქვეყანაში მიმუშავია და მინახავს თუ როგორ საუბრობენ მფლობელებთან, ინვესტორებთან სხვადასხვა კურორტებზე, სასტუმროებსა თუ პროექტებზე. ასე, რომ როტანასთან ერთად, როდესაც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა გამოჩნდა ორჯერ არც დავფიქრებულვარ, ვინაიდან ვიცი როგორ მუშაობენ, როგორ ექცევიან მომხმარებლებს და თავად პროექტიც ძალიან საინტერესო ჩანდა.

საქართველო ჩემი მეორე სახლია, ჩემი მეუღლე ქართველია, თბილისშიც ვფლობთ უძრავ ქონებას. ასე, რომ საქართველოში ინვესტირების გამოცდილება უკვე მქონდა და მსურდა უფრო მეტი ინვესტირება ამ ქვეყანაში. ბათუმი ყოველთვის იყო ჩემს რადარზე, ვფიქრობ ის დინამიკური და თანამედროვე ბაზარია დიდი პოტენციალით. ეს ყველაფერი ერთად: ბათუმი, როტანა და ეს ულამაზესი გარემო და მიხვდებით, რომ გადაწყვეტილების მიღება უმარტივესი იყო. როგორც ინვესტორი ყველაზე მეტად პირველივე დღიდან როტანას გამჭვირვალობას ვაფასებ. ბევრ სხვა კომპანიაშიც ვარ ინვესტორი და ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ჯერ არსად მქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც შენაძენი გავაკეთე მათი ყურადღება იყო უმაღლეს დონეზე. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას მოჰყავს ახალი კლიენტები და მეც ვაღიარებ, რომ სწორედ ამ ნაწილზე უამრავ ჩემს ახლობელ ადამიანს ველაპარაკე. ეს იდეალური სტრატეგიაა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად”, - განაცხადა ერიკმა.

ეს ის მცირედი ინფორმაცია რაც "პონტუსზე", მათ საქმიანობაზე და მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გაიგო მკითხველმა. „We are building Trust, Not just investments“ ასეთია კომპანიის ლოზუნგი, საიდანაც მარტივია იმის გაგება, რომ მათთვის ბევრი ადამიანური ფასეულობა, ნდობა, ხარისხი და პროგრესისკენ სწრაფვა ძვირად ფასობს. ქვეყნის განვითარებისთვის მათი წვლილი საკმაოდ დიდია. "პონტუსის" დამფუძნებელმა ირაკლი ვარშალომიძემ BMG-ის ეთერში კომპანიის სამომავლო გეგმებიც დააანონსა. მისი ინფორმაციით "პონტუსი" "როტანასთან" ერთად სავარაუდოდ, კიდევ ორი პროექტს განახორციელებს. მსგავსი პროექტებით კი ჩვენი ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ გატანა წარმატებისთვის გადამწყვეტია. ამით უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენს კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებსაც და გაცილებით მეტი მსგავსი პროექტით წარვდგებით მსოფლიო ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები