მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პორტფელის სერიოზული ზრდა გვაქვს" - როგორია "თეთრ კვადრატის" გეგმები?

თეთრი კვადრატი

დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" პორტფელი 12 აქტიურ პროექტს აერთიანებს და უახლოესი 3 თვის განმავლობაში კიდევ ერთ პროექტს დაიმატებს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ნატროშვილი საუბრობს. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ზუსტად მიჰყვება.

"დღეს ჩვენს პორტფელში 12 მიმდინარე და აქტიური პროექტი გვაქვს. ეს პროექტები მშენებლობის ფაზაშია და, შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური გაყიდვებიც. სწორედ ამ კვირაში დავაანონსეთ კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის მშენებლობასაც მომდევნო 3 თვის განმავლობაში დავიწყებთ, თუმცა წინასწარი გაყიდვები (pre-sale) უკვე დაწყებულია. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი კახეთის გზატკეცილზე - "Urban East თეთრი კვადრატისგან". მომდევნო 3 თვის განმავლობაში კიდევ ერთი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ და კომპანიაში პორტფელის სერიოზული ზრდა გვაქვს.

რაც შეეხება გაყიდვების დინამიკასა და ჩვენს დაკვირვებას: მინდა დაგიდასტუროთ, რომ I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების კუთხით, ისევე როგორც საშუალო ფასის დინამიკაში, მნიშვნელოვან ზრდას ვაფიქსირებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნათლად აჩვენებს, რომ ბაზარი არის სტაბილური, მზარდი და ქვეყნის განვითარების დინამიკას მიჰყვება", - აცხადებს გიორგი ნატროშვილი.

"თეთრი კვადრატის" გენერალური დირექტორის შეფასებით, მზარდი პორტფელის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათასობით მომხმარებელთან ყოველდღიური სწორი კომუნიკაცია. ამ მიზნით "თეთრმა კვადრატმა" კომპანია HTS-თან პარტნიორობით, ციფრულ არხებში (სოციალური მედია, ჩატები, სატელეფონო ზარები) მომხმარებელთა კომუნიკაციის სრული აუდიტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაატარა. პროექტის მიზანი AI ტექნოლოგიის დახმარებით დიდი მოცულობის ინფორმაციის გაანაზილება იყო, რათა კომპანიას დაენახა, სად იყო მომსახურების გაუმჯობესება საჭირო.

"როდესაც ჩვენ გვაქვს შეხება უამრავ ადამიანთან, უამრავ კლიენტთან და შემოდის ათასობით შეტყობინება სხვადასხვა არხით, კონკრეტული ადამიანისთვის, თუნდაც დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაანალიზება. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ გამოგვეყენებინა ისეთი რესურსი, როგორიც არის AI, და ჩვენი მეგობრობა HTS-თან. გადავწყვიტეთ, სრულად გაგვეანალიზებინა: სად ხდება კომუნიკაცია, როგორ ხდება, სად ვკარგავთ კლიენტებთან ემპათიურობას, სად ვკარგავთ სენტიმენტებს, რა სურთ, რომ უკეთესად გავაკეთოთ და რას ვაკეთებთ კარგად.

ამ სრული ანალიზის შედეგად ჩვენ ძალიან კარგი იდეები მივიღეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო კარგად მოვემსახუროთ მომხმარებელს. აქ ხომ საქმე ეხება ბინის შეძენას, რაც თავისთავად საკმაოდ სენტიმენტალური პროცესია ადამიანისთვის. ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჩართულები და ემპათიურები, რათა კლიენტმა თავი დაცულად იგრძნოს, იგრძნოს თავი როგორც სახლში", - განმარტავს "თეთრი კვადრატის" გენერალური დირექტორი.

HTS-ის მმართველი პარტნიორი ნინო გვაზავა "საქმიანი დილას" ეთერში ასევე განმარტავს, თუ რა დავალება მიიღეს "თეთრი კვადრატის" მენეჯმენტისგან და როგორ შესრულდა სამუშაო:"თეთრ კვადრატში" უნდოდათ, ტექნოლოგიების მეშვეობით უფრო კარგად მოესმინათ მომხმარებლის ხმა; უკეთ გაეგოთ, თუ რაზე იყო უკუკავშირი და ეს ყველაფერი პროაქტიულიც ყოფილიყო. სურდათ უფრო ღრმად შეესწავლათ, თუ რა აინტერესებს მათ სეგმენტს, რას ითხოვს აუდიტორია კომპანიისგან იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო გაეუმჯობესებინათ მომხმარებლების გამოცდილება, როგორც წინასწარი გაყიდვების (pre-sale), ისე გაყიდვების შემდგომ (post-sale) ნაწილში. სწორედ ამიტომ, 100%-ით გავაანალიზეთ ყველა ის კომუნიკაცია, რაც ციფრულ არხებში ხდებოდა. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეშვეობით კომპანიას მივეცით კონკრეტული რეკომენდაციები, თუ სად და როგორ შეიძლებოდა მომხმარებელთა გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ეს პროექტი უნიკალურია იმით, რომ სტანდარტულ შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებლებთან კომუნიკაციის მონიტორინგს შერჩევითად, მაგალითად მაქსიმუმ 5%-ზე ახორციელებენ, ისიც შემთხვევითობის პრინციპით. ამ შემთხვევაში კი გვქონდა დავალება, რომ სრულად, 100%-ით უნდა მოგვეცვა ყველა მომხმარებლის კომუნიკაცია. ხელოვნური ინტელექტის გარეშე კი ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ხარისხობრივად გავაანალიზეთ თითოეული მომხმარებლის სენტიმენტები 100%-ით, რამაც ძალიან საინტერესო შედეგებამდე გაგვიყვანა", - განმარტა ნინო გვაზავამ.

"თეთრი კვადრატი" "ბიქეი ჰოლდინგში" შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორისაცაა მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტი "თეთრი კვადრატი შარტავაზე", "თეთრი კვადრატი ჯიქიაზე", "თეთრი კვადრატი ქუთაისში", "ისანი პარკი - თეთრი კვადრატისგან" და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები