მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალია “ოქროს ვიზების” პროგრამას აუქმებს

642e7d4cd5b30
გიორგი არონია
06.04.23 12:38
1186

ევროპის რიგ ქვეყნებში საინვესტიციო სავიზო პროგრამები დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც “ოქროს ვიზების” გაცემა შეწყვიტა - პორტუგალიაა, სადაც $530 ათასის სანაცვლოდ ევროკავშირის ბინადრობის მიღება 2012 წლიდან იყო შესაძლებელი. დღემდე, ამ შესაძლებლობით 12 ათასზე მეტმა ინვესტორმა ისარგებლა.

პორტუგალიის მიერ “ოქროს ვიზების” პროგრამის გაუქმება, უმეტესწილად, ევროკავშირის მხრიდან წამოსულ წნეხს უკავშირდება, რაც თავის წილ, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის შიშებთან ასოცირდება. საქმე ისაა, რომ საინვესტიციო ვიზებით, ხშირად, სწორედ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები სარგებლობენ, სადაც ფულის გათეთრების კანონმდებლობა არასათანადოდაა ჩამოყალიბებული - “ოქროს ვიზების” მფლობელებს შორის, ხშირად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც იყვნენ და გამორიცხული არ არის, ასეთი პროგრამების გაუქმება სწორედ ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უკავშირდებოდეს.

საინტერესოა, რომ პორტუგალიასთან ერთად “ოქროს ვიზების” პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება ირლანდიამაც მიიღო, რაც, ცხადია, საბერძნეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც საინვესტიციო ვიზების გაუქმებას არ აპირებს, მაგრამ მინიმალურ ზღვარს მაისიდან ნახევარ მილიონ დოლარამდე ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები