მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალია სესხების ყოველთვიურ გადახდას 2021 წლის სექტემბრამდე გადაავადებს

5f6e2708737b5
ნათია თაქთაქიშვილი
25.09.20 22:21
3566
პორტუგალიის მთავრობა სესხის ყოველთვიური გადასახადის დაფარვის გადავადებას მომავალი წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივებს, რათა თავიდან აიცილოს "ცუდი სესხების" მკვეთრი ზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის, პედრუ სიზა ვიეირას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების სესხებს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს. ასევე აღნიშნული უპირატესობით ისარგებლებენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც.

მინისტრის თქმით, სესხის ყოველთვიური გადასახადის 2021 წლის სექტემბრამდე გადავადების მიუხედავად, ფიზიკურ პირებს და კომპანიებს სესხებზე დარიცხული პროცენტის გადახდა მარტის თვიდან მოუწევთ.

„მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის გამო ისევ ბუნდოვანი რჩება, ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია ეკონომიკამ ამ პერიოდში მოახერხოს აღდგენა“, - განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, პორტუგალიაში ვირუსით ინფიცირების 77 000 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაიცვალა 1 931 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის მთავრობამ სესხების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება წელს უკვე მეორედ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები