მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტუგალიამ წამყვანი საავიაციო კომპანია TAP Air Portugal-ის პრივატიზაცია გამოაცხადა

TAP Air Portugal
BM. GE
14.07.25 23:30
184

პორტუგალიის ცენტრალურმა-მემარჯვენე მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამყვანი საავიაციო კომპანია TAP Air Portugal-ის ნაწილობრივი პრივატიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

პორტუგალიური მხარე კომპანიის 49.9%-იანი წილის გაყიდვას აპირებს, საიდანაც 5% TAP Air Portugal-ის თანამშრომლებს უნდა შეხვდეთ. საავიაციო კომპანიის წილების ნახევრის კერძო ბიზნესისთვის მიყიდვა ორ მიზანს ემსახურება. ერთი - რომ შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები და მეორე - მოხერხდეს ისეთი სტრატეგიული ინვესტორის მოძიება, რომელიც TAP Air Portugal-ის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

პრივატიზაციის გამოცხადების ფონზე, კომპანიის წილების შეძენის სურვილი უკვე გამოთქვეს გერმანულმა Lufthansa-მ, ფრანგულმა Air France-KLM-მა და ბრიტანო-ესპანურმა საავიაციო კომპანია IAG-მ.

TAP Air Portugal 1946 წლიდან ოპერირებს. დღესდღეობით ის 118 სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავს ფლობს და ყოველწლიურად 16 მილიონამდე მგზავრს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები