მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობისთვის კენჭისყრა ჩატარდება

პორტუგალიის პარლამენტი

"რუსული კანონის" მიღების შემდეგ პორტუგალიის საკანონმდებლო ორგანოში პარტია "ლიბერალურმა ინიციატივამ" ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად კენჭისყრის ჩატარების წინადადება წარადგინა.

პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, როდესაც 2022 წლის მარტში საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეიტანა განაცხადი, "ცოტა თუ მოელოდა, რომ ორი წლის შემდეგ, ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს სასტიკად დაესხა თავს, ისევ კრემლის ორბიტაზე დაბრუნდებოდა.

"საქართველოს მმართველი პარტია, სახელად "ქართული ოცნება", ცდილობს, რომ ევროკავშირში ყოფნის ქართველი ხალხის ოცნება "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის წინ წაწევით გაყიდოს", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ - აღნიშნული კანონპროექტი სერიოზული თავდასხმაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეჭვქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის გახსნილობას გარე სამყაროსთან მიმართ, ასევე იმ კავშირებს, რომელთა გაღრმავებასაც საქართველო დანარჩენ ევროპის კონტინენტთან ცდილობდა".

განცხადებაში "ლიბერალური ინიციატივა" ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებს ეხმაურება და წერია, რომ აღნიშნული კანონის მიღება "საქართველოში ევროპული ოცნების სიკვდილს" ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები