მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტმა ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

ანტონიო ხოსე სეგურო

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე-ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა. მან ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატი, ანდრე ვენტურა მკაფიო უპირატესობით დაამარცხა.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხმათა 95%-ის დათვლის შემდეგ სეგურომ 66.8% მიიღო, ვენტურამ კი - 33.2%. არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 50.1%-მა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი. ბოლო 40 წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი პირველივე ტურში წყდებოდა, თუმცა 60%-იან ნიშნულს იშვიათად სცდებოდა რომელიმე კანდიდატი. 5 წლის ვადით არჩეული ანტონიო ხოსე სეგურო პოსტზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ მარსელო რებელო დე სუსას ჩაანაცვლებს,

ცნობისთვის, პორტუგალიას ამჟამად მემარცხენე-ცენტრისტული პარტია მართავს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კი მათ პოზიციებს პოლიტიკურ სცენაზე კიდევ უფრო გაამყარებს. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალია საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაა და პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური როლი აქვს, ის მაინც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სეგურო მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის 5-წლიანი მანდატის ფარგლებში ეცდება, იყოს როგორც თანამედროვე ლიდერი, ისე ცენტრისტული იდეების გამტარებელი. არჩეული პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე. ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები