მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პოსტპანდემიურ პერიოდში ქალაქგარეთ ცხოვრებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა” - GREA

GREA

უძრავი ქონების სააგენტო GREA, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს მოთხოვნადი პროექტების შექმნასა და მათ კომერციალიზაციაში ეხმარება, ამ დროისთვის თბილისსა და ქალაქგარეთ ხუთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. მათი ერთ-ერთი ახალი პროექტის, “ახალი საგურამოსა” და უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე BMG-სთან თეონა სიჭინავა, GREA-ს მარკეტინგის დირექტორი საუბრობს.

“ჩვენი გუნდის გამოცდილება საქართველოს უძრავი ქონების სექტორში მოქმედ ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებსა და პროექტებს უკავშირდება, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი. GREA არაერთ დეველოპერულ პროექტს მართავს ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით. 

მათ შორისაა პროექტი „ახალი საგურამო“, გამორჩეული მცირე ზომის დასახლებაა თბილისიდან 25 წუთის სავალზე, ნავდარაანთკარში. უბანი მოიცავს 14 საცხოვრებელ სახლს, რომელთაგან ნაწილი დასრულებულია. პროექტი კი 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება”, - განმარტავს თეონა სიჭინავა.

მისი თქმით, “ახალი საგურამოს” სახლები შავი კარკასის მდგომარეობით, დასრულებული გარე ფასადით, მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრით, ნაკვეთში შეყვანილი კომუნიკაციებით, აუზის ტერასით, ღობითა და ჭიშკრით ბარდება. რაც შეეხება დასახლებამდე მისასვლელ გზას, ის ასფალტირებულია, ბოლო 600 მეტრზე კი გრუნტის გზა, გრუნტის სტაბილიზაციით ეწყობა.

“ახალი საგურამოს” საინვესტიციო ღირებულება $2 მლნ-ს აღწევს, სახლების ღირებულება კი პროექტის ტიპით განისაზღვრება და $169 000-დან იწყება. 

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე საუბრისას GREA-ს მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველთა რაოდენობა იზრდება, რაც პროექტების ფასებსაც განაპირობებს.

“GREA საცხოვრებელი კორპუსების გარდა 5 მიმდინარე პროექტს მართავს ქალაქში და ქალაქგარეთ, სადაც შეთავაზებაშია მიწის ნაკვეთები და ვილები. პოსტპანდემიური პერიოდიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე და ზოგადად ქალაქგარეთ ცხოვრებაზე, რაც თავის მხრივ აისახა ფასებზეც.

ჩვენ ნათლად დავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, სადაც მოწესრიგებულია საერთო ინფრასტრუქტურა და სამეზობლო მზად არის, ერთობლივად იზრუნოს უბნის მოვლა-პატრონობაზე. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვისაც ვინც „ახალი საგურამოში“ გადაწყვიტა ცხოვრება”, - ამბობს ის.

GREA საგურამოს გარდა, თბილისში “ლისი ტოპოგრაფის” პროექტსაც მართავს. თეონა სიჭინავას თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში “ლისი ტოპოგრაფში” 200-მდე მიწის ნაკვეთი გაიყიდა, რომელთა ღირებულებაც $200 000-დან იწყება, რაც იმასაც ადასტურებს, რომ თბილისთან ახლოს ცხოვრებაზე მოთხოვნა მზარდია.

“ჩვენი დაკვირვებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია უბნური ტიპის პროექტების მიწოდება ბაზარზე, როგორც ქალაქში, ისე - ქალაქგარეთ, რასაც გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. დღეს ადამიანებს აქვთ საშუალება თბილისში ბინის ფასად თბილისთან ახლოს კერძო სახლში შეძლონ ცხოვრება”, - ამბობს GREA-ს მარკეტინგის დირექტორი.

ცნობისთვის, GREA დეველოპერულ კომპანიებს დეველოპმენტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე ემსახურება, რაც მიწის შერჩევას, კონცეფციის დეველოპმენტს, არქიტექტურულ პროექტს, მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიასა და მის აღსრულებას, ასევე გაყიდვების შემდგომ მომსახურებას მოიცავს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები