საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს.
"გამოფხიზლდით. დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ "ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა".
"ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახჩობის შესახებ … დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა!
ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა! პიზიცია გამოხატეთ - პრესა და ტელევიზიებში, საელცოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს. პს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან", - წერს სალომე ზურაბიშვილი.