სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულები განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, თითქმის ყველა დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება და ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ.
"სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან
გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას",- წერია გავრცელებულ განცხადებაში.