მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
18.07.24 17:37
206

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.

სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.

გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

"საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები" - ილია დარჩიაშვილი პრემიერთან ერთად ბრიტანეთშია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები