მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრის მეუღლემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

დდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მეუღლემ, ნატალია მოწონელიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა და დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. როგორც დოკუმენტში წერია, 2024 წლის 8 თებერვლიდან ნატალია მოწონელიძე თანამდებობას ოფიციალურად ტოვებს.

ნატალია მოწონელიძე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე იყო, რაზეც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მეუღლე თანამდებობას დატოვებდა.

კობახიძემ მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მეუღლის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი მეუღლე თანამდებობას, კობახიძემ უპასუხა "რა თქმა უნდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები