პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია 17:00 საათზე ბრიფინგს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის პანდემიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 150 ლარიანი დახმარების შესახებ, რის თაობაზეც გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი.
ასევე არ არის გამორიცხული, პრემიერ მინისტრმა ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმით დადგენილი წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების გადაწყვეტილება გააჟღეროს.