მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი გაეროს ასამბლეის დებატების ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს მიმართავს - რაზე ისაუბრებს?

გაერო
BM. GE
22.09.23 11:48
69

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განცხადებით, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს მიმართავს.

დავით ბაქრაძემ ის საკითხები გამოყო, რომლებზეც მთავრობის მეთაური ისაუბრებს.

„დღეს მთავარი ღონისძიებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს იმ ეკონომიკურ რეფორმებზე და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ ანტონიო გუტიერეშთან, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები, ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა. განსაკუთრებით ევროპელ ლიდერებთან, საუბარი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 პუნქტის წარმატებით შესრულებას და ასევე, იმ მაღალ მოლოდინებს, რომლებიც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბაქრაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები